ლევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირზე არნახული წნეხი განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ცესკომ პროცესი მაღალ დონეზე წარმართა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ერთის მხრივ, არ სურთ რეპუტაციის დაზიანება არასწორი დასკვნით, ხოლო მეორეს მხრივ, რეალური ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში კვლავ დაფიქსირდება, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, რასაც მძიმე პოლიტიკური წნეხი მოჰყვება.
