როგორც ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახალხო დამცველის მიმართვამდე, ეუთო/ოდირთან პარლამენტთან კონსულტაცია არ ჰქონია და არც საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტებით დაინტერესებულა.
მისივე განმარტებით, „ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კიდევ ერთხელ მოწმობს, როგორ უყურებენ ჩვენი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“, თუ რა იმიჯი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის ხელისუფლებას“.