ვიდეო: ევა ბუთიაშვილმა ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავის – სელინ დიონის ყურადღება მიიპრო – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი
ინტერნეტსივრცეში პოპულარულმა ევა ბუთიაშვილმა, როგორც ჩანს, ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავის, მომღერალ სელინ დიონის ყურადღებაც მიიპყრო.
ინტერნეტსივრცეში პოპულარულმა ევა ბუთიაშვილმა, როგორც ჩანს, ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავის, მომღერალ სელინ დიონის ყურადღებაც მიიპყრო.
დები - ევა და ანამარია ბუთიაშვილები, ინტერნერტსივრცეში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებით გახდნენ პოპულარულები.
უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ევას ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოცეკვავემ, დემეთ ოზდემირმა „ინსტაგრამის“ სთორიში გააზიარა ტექსტით: „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.
„ეს ბავშვი უკვე არის დიდი მსახიობი“, წერენ კომენტარებში.
დები - ევა და ანამარია ბუთიაშვილები, რომლებმაც საზოგადოებას სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე შეაყვარეს თავი, საკუთარ გულშემატკივრებს ყოველდღიურად უზიარებენ ცეკვისა და სიმღერის ვიდეოებს.