„ძალიან მაგრად გვინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ეს შევძელით, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა“.
„ამას არავინ მოელოდა. მე პირადად ჩემს ღრმა ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე“