„ჰიმნი პროგრამა მინიმუმია, ჰიმნს ყველა მღერის, მღერის ისე როგორც შეუძლია, ბოლო ხმაზე, მთელი სხეულით. სტადიონზე დავდივართ საქომაგოდ და იქიდან რომ ვბრუნდებით, თუ ისევ გვაქვს ხმა, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ“.
„მადლობა მათ ამ დიდი ფსიქოლოგიური ვენტილაციისთვის, ყოველდღიურობის ყველა საზრუნავი, დარდი რომ გამოფერთხეს ჩვენი გონებიდან და უკიდურესი ვნებათაღელვის ოკეანეში გვაცურეს“.
„ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს…“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.