„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. უამრავი კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ბუნებრივია, ექნება თავისი შეფასება“ - თქვა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე.
„საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს და უცხოური აგენტების კანონს, რომელიც ამერიკული კანონის ასლია, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან.