როგორც ელჩმა მეუღლესთან ერთად ჩაწერილ ვიდეოში აღნიშნა, არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.
ინიციატივის ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათი არჩევანია და ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.
"კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით" - აღნიშნულია მიმართვაში, რომლის ადრესატიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია.