„მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრა პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.