"ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - აღნიშნულია მიშელის "ტვიტში".
"დღეს ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას, მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია" - აცხადებს მეცოლა.
"გზა ნათელია, საკმაოდ იოლიცაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მომავალ წელს გვექნება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!" - წერს გოგლა ჟვანია.
"თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას, ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას" - აღნიშნავს სანჩესი.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.