მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული. რაც შეეხება პოლარიზაციის შემცირებას, კალაძე აცხადებს, რომ „ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“.
პარტია „ლელო“ მართლმსაჯულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია და ამის ნათელი მაგალითი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეა.