LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

რობერტა მეცოლა: ისტორიული დღეა – მიიღება გადაწყვეტილებები უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით

"დღეს ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას, მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია" - აცხადებს მეცოლა.

გოგლა ჟვანია: ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია

"გზა ნათელია, საკმაოდ იოლიცაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მომავალ წელს გვექნება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!" - წერს გოგლა ჟვანია.

ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება: ესპანეთის პრემიერი

"თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას, ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას" - აღნიშნავს სანჩესი.

უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ: ბორელი

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ბორელის გზავნილი ქართველებს: “როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება”

"ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“