„კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა, როდესაც ეს ასე არ არის“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„ხელისუფლების მთავარი მცდელობაა, როგორმე პასუხისმგებლობას თავი დააღწიოს და თავი იმართლოს, ვინაიდან ის რეკომენდაციების არშესრულებაშია მხილებული“ - ამბობს ლელოს დეპუტატი.
სტატუსმეტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.