LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის რეკომენდაცია

ანა დოლიძე: „ოცნება“ იმდენ რეკლამას უკეთებს ენმ-ს, მართლა არ ვიცი, რამდენი ვალი მართებთ, მილიონი დოლარის.. ორივე ძალა გასაგდებია პოლიტიკიდან

„ოცნებას“ არ აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ვართ ჩვენ, რომლებიც ვეუბნებით, რომ არა მარტო საკითხობრივად გვინდა თანამშრომლობა, არამედ წარგიდგენთ იდეებს, განიხილონ, -განაცხადა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

„როგორ უნდა დაუშვა, რომ როცა ამ დონის მისია ჩამოდის ევროპარლამენტიდან, შენ იმავე დღეს ლანძღავ მათ ელჩს.. არაადეკვატური მძღოლი ჰყავს იმ ავტობუსს, სადაც ჩვენ ყველანი ვმგზავრობთ“ – ანა დოლიძე

სხვას ვერაფერს დავუძახებ ამას, თუ არა, ძალით დაზიანებას იმ პარტნიორული ურთიერთობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. იქნებ ისე მაინც მოვიქცეთ, რომ კონსტრუქციული შედეგი გამოვიყვანოთ ამ პროცესიდან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში და დასძინა, რომ პარტია „ხალხისთვის“ მზად არის საქმიანი დისკუსიისთვის.

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ევროკავშირს: რას ნიშნავს შეფასების გადავადება და რა შეიძლება შეიცვალოს ერთ წელიწადში?

თუ მოქმედი ხელისუფლება დარჩება, ამას არაფრით არ გააკეთებს [არ აპირებს ამ პუნქტების შესრულებას], ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა, - ამბობს "ფორტუნასთან" „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე.