„როცა ევროპარლამენტარები საუბრობენ იმაზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ინტეგრაციას, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველამ, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა პატივი უნდა სცენ ხალხის ფუნდამენტურ უფლებას აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სურს.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
"მივმართავ პრეზიდენტს - გამოიყენეთ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. თუ არ გაქვთ შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, წადით მაშინ სახლში" - თქვა სამადაშვილმა.
"პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისა და ხელისუფლების იძულების დამატებითი ბერკეტის საფუძველს" - აცხადებენ პარტიაში.
მათივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს.