პრემიერმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, თითოეული მათგანი კი, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
