„ეს საბოლოო ჯამში, აზიანებს მთავარს - საქართველოში ევროპულ ინტერესს და საქართველოს ევროპულ ინტერესს. საქართველოში დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს, არის მათი და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
დოკუმენტის მიხედვით, „ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას“.