"მოვისმინეთ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის როგორც ქველმოქმედი, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია" - აცხადებს კახა კალაძე.
"ამბობენ: თუ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს საფრთხე დაემუქრება, მაშინ მიგვიფურთხებია ევროპისთვის, ასეთი არც ევროპა გვინდა, არც განვითარებაო" - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.