ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია შეთანხმების განხორციელების პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება მალე გადაიდგას, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებამდე მიიყვანს.
"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას ცდილობს, გონიერი ნაწილი კი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს" - არჩილ თალაკვაძე.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა.