ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყანამ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვას.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ მომავალი წლის თებერვალში საქართველოს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ განიხილავს.