LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ევროპული საქართველო”

„ევროპული საქართველო“, „აფხაზთა კრება“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია“ საქართველოს მასშტაბით დეოლიგარქიზაციის კამპანიას იწყებენ

ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აქტიურ პოზიციაზე დადგეს, დაიბრუნოს ჩვენი ქვეყნის მომავლის რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველოდება ათწლეულები პოსტსაბჭოთა იმპერიის ჭაობში ყოფნისა“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი ნონიაშვილი: არავინ არ უნდა იყოს პრეზიდენტით აღტაცებული მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არ გამოიყენებს 

„პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ერთი ანდაზა მახსენდება: ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.“– განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ლელა ქებურია: ზურაბიშვილი არ არის პოლიტიკური მიმომხილველი, მას გააჩნია ქმედითი ბერკეტი იმ პრობლემებსა და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელზეც თვითონვე საუბრობს

„რიტორიკის დონეზეც სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ გვახსოვს არაერთი ქვეყნისთვის საზიანო და მავნებლური რიტორიკული განცხადება.“ – განაცხადა ლელა ქებურიამ.

არ უნდა დაველოდოთ, როდის დასრულდება მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი და დააზიანებს ქვეყანასაც, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ: ბოკერია

"ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში, აშშ-სა და დასავლეთში ხედავს საფრთხეს არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა" - თქვა ბოკერიამ.