LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

თინა ბოკუჩავა: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილის დელეგაციის წევრებს მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე, ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნოს“

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, სადაც გრძელდება სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

„გამოვთქვით მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც ქართველი ხალხი იღვწის“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

შეხვედრის შემდეგ მსახიობის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს სწორად აფასებენ“.

გურამ როგავა: „დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის“

„ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას“.