თამარ გაბუნიას განცხადებით, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.
„ბევრმა იმშობიარა, ბევრი ჯერ კიდევ ორსულადაა და არავითარი გართულება, არავითარი ტერადეკონული ეფექტი, რაზეც არის დაუსაბუთებელი ჭორები, არ არის დამტკიცებული“, - აცხადებს დავით დავარაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.
„მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, „ფაიზერის“ ადმინისტრირების უფლება დიდ სივრცეებსა და პოლიკლინიკურ დაწესებულებებს ეძლევათ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.