"ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების წარმოება და ავთენტურობის დადგენა. ეს არის დანაშაული, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ქვეყანაში ადამიანებს უსმენენ" - აცხადებს ნინო დოლიძე.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის თბილი ურთიერთობები იყო ბოლო პერიოდში. "ახლა კი აღმოჩნდა, რომ მთელ ეკლესიას უსმენდა სუს-ის ხალხი და ისეთი რაღაცებია მოსმენილი და ნათქვამი, ეს ხალხი თვითონ მიხვდება, რომ უსმენდნენ"
"ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე", - აღნიშნულია მიმართვაში.