საქსტატის ცნობით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
როგორც "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი აღნიშნავს იმპორტ-ექსპორტის ღირებულების ზრდა ძირითადად გაზრდილმა ფასებმა განაპირობა. დარგში არსებული გამოწვევები კი კვლავ პრობლემად რჩება.