საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით დაკავებულია ერთი პირი, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.
ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.
„ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას“.