ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე ცალკეული საფინანსო პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შესახებ.
ცვლილების მიხედვით, ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ შეთავაზებაში შემავალი თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება.