რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა, რომლის წევრებმა აპრილსა და მაისში დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და „ვერის უბნის მელოდიების“ კომპოზიციების პოპური შესთავაზეს მსმენელს.
საკონცერტო პროექტი სახელწოდებით: ,,ქართული სიმღერა ბათუმს”, ხორციელდება ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და ხელის შეწყობის მიზნით.