ბერძენი ორატორი და ძველი ათენის სახელმწიფო მოღვაწე დემოსთენე მეტყველების პრობლემებით დაიბადა. სწორედ ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ იგი სახელს სწორედ ორატორობით გაითქვამდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, სწორედ მეტყველების პრობლემის გამო მისი ერთ-ერთი გამოსვლა იმდენად არ მოეწონა საზოგადოებას, რომ მას დასცინეს და ქვებიც კი დაუშინეს.
წარმატებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს არ ეშინიათ განიცადონ მარცხი, მათ აშინებთ გარშემომყოფების შეხედულებები. საჭიროა გააანალიზოთ, რისი გეშიანიათ, თუ თქვენი შიშები დაკავშირებულია ხალხის აზრთან, შეეცადეთ დაძლიოთ, იმოქმედოთ თქვენი სურვილებისა და მიზნების ასრულების მიმართულებით.