მნიშვნელოვნია, გვერდით გყავდეთ ადამიანები, რომლებიც რჩევას მოგცემენ, რომლებშიც დაინახავთ დასაყრდენს, გაუზიარებთ იდეებს და დარწმუნებული იქნებით, რომ ისინი თქვენი გულშემატკივრები არიან
ცნობილი საიტის Alibaba.com-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენს ჯეკი მას ცხოვრებაში ბევრჯერ უთხრეს უარი. მისი მცდელობა მოეძებნა სამსახური, 30-ჯერ უშედეგოდ დასრულდა. მას უარი უთხრეს პოლიციაში მუშაობაზე, ასევე სწრაფი კვების ობიექტში დასაქმებაზე. გარდა ამისა, 10-ჯერ წარდგენილი განაცხადის მიუხედავად, ყოველ ჯერზე უარი მიიღო ჰარვარდში სწავლაზე.
დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის მანქანური ინტელექტის შესახებ. ამბობენ, რომ შეიძლება მან ადამიანური ინტელექტი ჩაანაცვლოს. რამდენად ვდგავართ აღნიშნული საფრთხის წინაშე - ამის შესახებ TED-ზ სპიკერმა ზეინეპ ტუფეკჩიმ ისაუბრა.
იგი ამბობს, რომ მანქანური ინტელექტი ჩვენი აწმყოა. ადამიანები იყენებენ მას სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისას. ზეინეპ ტუფეკჩის აზრით, მოაზროვნე მანქანებმა შესაძლოა ისეთი შეცდომები დაუშვან, რომელიც ადამიანებისთვის არაა დამახასიათებელია. ამიტომ მანქანური ინტელექტით კადრების შერცევა, მისთვის მიუღებელია.
ქენ რონინსონი მიიჩნევს, რომ ადამიანები არასათანადოდ იყენებენ საკუთარ ნიჭს. როგორც მან TED-ზე გამოსვლისას ისაუბრა, საქმე სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ და გიყვარდეთ. რობინსონი ფიქრობს, რომ ოცნებები მიზნად უნდა გაიხადოთ და აიხდინოთ. მისივე თქმით, ბევრი ადამიანი საკუთარი საქმიანობისგან ვერ იღებს სიამოვნებას.