ვიდეო: „მე და თინა მარტო ვცხოვრობთ, ძიძაც არ მყავს, რეპეტიციაზე წავედი, ბაღიდან დამირეკეს, რომ სიცხე ჰქონდა… ბავშვები და მსახიობობა ნამდვილად რთული შესათავსებელია, ცუდ დღეში ვართ მსახიობი ქალები“ – ნატა ბერეჟიანი
მსახიობი ნატა ბერეჟიანი, რომელიც შვილებთან - დათუნასთან და თინასთან ერთად „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის - #ფორტუნასთორის ახალი ეპიზოდის სტუმარია, შვილების, კარიერისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად საუბრობს.
