"ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა. ფორუმზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.