ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებს – ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძეს, დავით ზილფიმიანს და ზაზა მიქაძეს – ეკუთვნით.
"მიდის პრეზიდენტი, ისმება საკითხები, სხვა ქვეყნის ხელისუფლება რაღაც კითხვებს სვამს, სთხოვს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას და ამ დროს მას ეს არ შეუძლია, რაც, მე მგონი, ქვეყანას ზიანს აყენებს" - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.