„ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან“
ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები იშვიათია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, სავარაუდოდ, პირი ავადმყოფ ან მკვდარ ფრინველთან ძალიან ახლო კონტაქტის შემდეგ დაავადდა.
2016-2017 წლებში, ფრინველის გრიპის H7N9 შტამმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახალი, H10N3 შტამით ინფიცირების შემთხვევები კი გლობალურად არ დაფიქსირებულა.