ბავშვი ჯიუტობს არა უზნეობის გამო (თუმც მშობელს ხშირად ჰგონია, რომ უზნეობაა და ბავშვს რეპრესიას უკეთებს), მან აღმოაჩინა, რომ მშობლების „მინდა“ სრულდება.
შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს, ამით ვასწავლით შვილებს ბოდიშის მოხდას. სხვების დასანახად ილუზიებში არ უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა ვიყოთ ოჯახი „თეატრი“, სადაც ბავშვი ტყუილში იზრდება.