მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2 485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა.
სუს-ის ინფორმაციით, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა.