LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ფულის გათეთრება

ფულის გათეთრება

საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

„სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა: „უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ“

პროკურატურის ინფორმაციით, „ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.

„ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გაათეთრეს“ – 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს

განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 2 000 000 ლარამდე ოდენობის ფულადი თანხა.