როდის აღდგება მოძრაობა რიკოთზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
აკრძალვა იმოქმედებს 25 იანვრის 23:00 სთ-დან 26 იანვრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე.
გზებზე შეზღუდვები დაწესებულია ზვავსაშიშროების საფრთხის, ინტენსიური თოვის, ქვისცვენის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობისა და ყინვის გამო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ამუშავებენ გეგმას გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.