საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
"გზის გაწმენდის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ჩამოსულია დიდი მოცულობით, ამიტომ ვინმე რომ არ დაზიანდეს, ველოდებით ლოდების ჩამოსვლას" - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ამუშავებენ გეგმას გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.