"რუსეთის მონაწილეობის შეჩერება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის კიდევ ერთი სასჯელი იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს" - წერს ზელენსკი.
"გენერალური ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას“.
მისივე თქმით, რუსეთი ვეტოს სიკვდილის ნებართვად იყენებს და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას ძირს უთხრის, რაც საშუალებას აძლევს ბოროტებას, დარჩეს დაუსჯელი და მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.