განმარტებით წერილში ბონდარევი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომი იყო დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას, ისევე როგორც ყველა იმედს და პერსპექტივას "აყვავებული, თავისუფალი რუსული საზოგადოებისთვის".
OHCHR-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ცნობითვე, დაშავდა 4 062 ადამიანი.