როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. გალში შეხვედრები, რომელშიც აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობენ, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.
„სახლში ვერ დაბრუნების შიშით, 5 000 გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა“, — აცხადებენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.