"გამოცდებზე წელს პირბადის ტარების აუცილებლობა არ იქნება. თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან" - აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.
დარეგისტირებულთაგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2500-ზე მეტმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და 12 500-ზე მეტმა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.
სტუდენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.