ამავე კვლევის თანახმად, მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
მინისტრის შეფასებით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც კარის დახურვა, არამედ პირიქით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას.
„რა იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება, ანუ მოიწვევენ თუ არა ამ სხდომას, შეიტანენ თუ არა დღის წესრიგში იმ რეალურ საკითხებს რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წავიდეთ, ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია.“– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, მმართველი გუნდის გეგმებზე მედიასთან ისაუბრა.