„უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა!“
უმრავლესობაში აღიარებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკურ მხარეს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თვლიან.
"დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ის რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი" - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დღეს მას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს გადასცემს.