LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განცხადება

„არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს“ – საზმაუს 57 თანამშრომლის საერთო განცხადება

განცხადებას ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

სუს-ი – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ აქციებზე მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას – დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში

პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალსწინეს.

იაგო ხვიჩია – ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვს შერჩენილი „ენჯეო“ სექტორს

გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.