„2024 წელს საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდა“ – საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.
