„12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი“ - ინფორმაციას ამინდის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„რაც შეეხება დედაქალაქის ამინდს 14 ივლისამდე: დღეს, დღის მეორე ნახევარში კვლავ იწვიმებს ელჭექით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოდნავ დაკლებულია +35 გრადუსამდე. 9 ივლისსაც შენარჩუნდება იგივე ტემპერატურა“ - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.
„უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.