„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
შსს-ში განმარტავენ, რომ 4 წლის ბავშვი დღეს დილით, სახლში ნახეს გარდაცვლილი. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა.