ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში ასევე თქვა, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებას, რაზეც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გუშინ შეთანხმდნენ, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.
რუსეთმა მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა, ამის მიზეზად კი სარემონტო სამუშაოების ასახელებს. აღნიშნულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე ეხმიანება.