ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ ქართველ ხალხთან იყოს პირნათელი.
